Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ეკონომიკის მინისტრი ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოლაპარაკების მაგიდასთან ეპატიჟება

თარიღი : 12-04-2021, 19:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ნამახვანჰესების კასკადის წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მონაწილეებს მოლაპარაკების მაგიდასთან ეპატიჟება. თურნავა ფიქრობს, რომ ამისთვის რესურსი დარჩენილი ჯერ კიდევ არის. ის ასევე არწმუნებს ადგილობრივებს, რომ ნამოხვანის ტერიტორიიდან კარვების დაშლა მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოხდა.

"ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ, როდესაც კაშხლის მშენებლობა გადაიდო თითქმის 12 თვით და კომპანიამ გახსნა ყველა კვლევა. მოვუწოდებთ, რომ პროცესში მონაწილეობა მიიღონ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ და იგივე საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებმა. მშვიდობიანად ვეპატიჟებით უბრალოდ მაგიდასთან, რომ ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში. რაც შეეხება ულტიმატუმებს, ის ჩვენთვის რა თქმა უნდა, მიღებელია.

პოლიცია მთელი ამ პერიოდის მანძილზე იმყოფება იქ მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ იყოს დაცული უსაფრთხოება. სამწუხარო შემთხვევა მოხდა, როდესაც კარვებიდან გამოსული ადამიანი რიონისკენ გაემართა და გაუჩინარდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს უბედური შემთხვევაც სწორედ წყლის მატებასთან იყო კავშირში,"-განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, პროტესტის მონაწილეები ნათია თურნავასთან შეხვედრას არ აპირებენ. ისინი უკმაყოფილებას გამოხატავენ იმ ფაქტის გამო, რომ ქუთაისში ხეობის მცველებთან შეხვედრაზე ჩამოსული მინისტრი შეხვედრიდან გაიპარა.

ამ დროისთვის სოფელ გუმათთან პოლიციას გზა გადაკეტილი აქვს. ამ დროისთვის ასევე შეზღუდულია მოძრაობა ნამოხვანის მიმართულებით.


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი