Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ლელო’-ს ერთ-ერთი ლიდერი პროკურატურას რიონის ხეობაში მომხდარი მოვლენების გამოძიებას სთხოვს

თარიღი : 12-04-2021, 15:17 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
პარტია "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა. მისი განმარტებით, ის რაც ამ დღეებში რიონის ხეობაში ხდება, არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ნაცვლიშვილის განცხადებით, პროკურატურა ვალდებულია გამოძიება დაიწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დანაშაულის თანამონაწილე იქნება.

"მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან უსწრაფეს რეაგირებას იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ხდება რიონის ხეობაში. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი. ის რასაც შსს-ს წარმომადგენლები რიონის ხეობაში აქტივისტებთან და მოსახლეობასთან დაკავშირებით ახორციელებენ, არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამისთვის კონკრეტულმა პირებმა და უწყებებმა უნდა აგონ პასუხი. თუ პროკურატურა არ დაიწყებს გამოძიებას ამასთან დაკავშირებით, ეს იქნება მათი მხრიდან დანაშაულში თანამონაწილეობა. ისინი ამით არა მხოლოდ წაახალისებენ და მწვანე შუქს აუნთებენ იმ უკანონობას და კონსტიტუციის სრულად ფეხქვეშ გათელვას (რასაც ამ დღეების განმავლობაში ვხედავთ ხეობაში), არამედ თავად პროკურატურა გახდება მასშტაბური უფლებადარღვევების და დანაშაულების თანამონაწილე.

ასევე, მე დღევანდელ განცხადებაში მივუთითე, რომ ეს გამოძიება უნდა წარიმართოს ყველა იმ უფლებადარღვევასთან და სისხლის სამართლის დანაშაულთან მიმართებაში, რომელიც ფიქსირდება ამ დროისთვის და გამოიკვეთონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ პირები, რომლებიც გასცემენ დანაშაულებრივ ბრძანებებს ან თანამდებობის პირები, რომლებიც მშვიდად უყურებენ როგორ არღვევენ და ხევენ ჩვენს თვალწინ კონსტიტუციას, ევალებათ თანამდებობრივად ამაზე რეაგირება და რეაგირებას არ ახდენენ "-განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, 11 აპრილს, სოფელ ნამოხვანში, პოლიციამ რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა, დღეს კი მათივე ნებართვით, ტერიტორია მძიმე ტექნიკამ გადახნა. სამართალდამცველები ხეობის მცველებს ნამოხვანში არ უშვებენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 258-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი