Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოფელ ნამოხვანში მიწა, სადაც კარვები იყო განთავსებული, მძიმე ტექნიკამ გადახნა

თარიღი : 12-04-2021, 14:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში ტერიტორია, სადაც ხეობის მცველების კარვები იყო განთავსებული, მძიმე ტექნიკამ გადახნა.

სამართალდამცავებმა კარვები 11 აპრილს აიღეს და მიზეზად მდინარე რიონის შესაძლო ადიდება დაასახელეს.

"იცით, რომ ჩვენი კარვების ადგილი ნამოხვანში დაშლილია. პოლიციამ დაგვიშალა და დაარბია გუშინ კარვები. დღეს კი კომპანიის ტრაქტორმა გადახნა იქაურობა. ჩვენ იმ ადგილზე არ გვიშვებენ და არ მომეცა იმის შესაძლებლობა ლაივი ჩამერთო, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი იმყოფება იმ ადგილას და მართლა საშინელი სანახაობა იყო, რაც ყველამ ერთად ვნახეთ. თქვენ იცით, რომ ლალი ეფრემიძის საკუთრება იყო ის მიწა, სადაც კარვები იყო განთავსებული. ჩემთვის პირადად, მართლა შოკოსმომგვრელი იყო ეს სანახაობა, ტიროდა ლალი, მისი ეზო, თავიდან ბოლომდე გადახნულია. ამ მიწას ისინი ჩვეულებრივად ამუშავებდნენ, ახლა კი ნარგავებიც მოთხრილია და ყველაფერი. თან ეს დემოსტრირებაა იმისა, რომ მისი მიწა უკვე დაიკავა "ენკამ"-განაცხადა ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.

სამართალდამცველების განმარტებით, კარვები ხალხის უსაფრთხოებისთვის, სხვა ადგილზე გადატანის მიზნით აიღეს, რადგან რიონის წყლის დონე მატულობდა. ამ ვერსიის არ სჯერათ აქტივისტებს. ისინი დარწმუნებული არიან, რომ ხელისუფლება ცდილობს, მათ ხელი შეუშალოს.

გუშინდელი მოვლენების შემდეგ, რიონის ხეობის მცველების ნაწილმა ნამოხვანიდან გუმათში გადაინაცვლა. მათი განცხადებით, პროტესტი გაგრძელდება.

დღეს გუმათში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი. რიონის ხეობის მცველები, რომლებიც 170-ე დღეა ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, მხარდამჭერებს მოუწოდებენ, რომ გუმათში ჩავიდნენ და ადგილობრივებს მხარდაჭერა გამოუცხადონ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი
ფოტო: ხვიჩა ვაშაყმაძე


ნანახია: 248-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი