Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ‘შავი პრინცი’-ს მორიგი სტენსილი გამოჩნდა

თარიღი : 11-04-2021, 20:22 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი დამაარსებლის, აკაკი ბაბუნაშვილის, იგივე შავი პრინცის მორიგი სტენსილი გამოჩნდა. გრაფიტი, რომელიც აღმაშენებლის ქუჩაზე, კედელზეა განთავსებული, მხატვარ ლია უკლებას ეკუთვნის, ინიციატორი კი აკაკი ბაბუნაშვილის ოჯახია.

"ნამუშევარი კინო “ქუთაისის” უკან, აღმაშენებლის ქუჩაზე, იმ პატარა სკვერთანაა, რომლისთვისაც მის ოჯახს და ბევრს სურს, შავი პრინცის სახელი მიენიჭოს. ნამუშევარი ორ დღეში დავასრულე. ინიციატივა აკაკის ძმას და დედას ეკუთვნის. მიხარია, რომ შავი პრინცის სტენსილი ქუთაისში ორია და ორივე ჩემი გაკეთებულია. შევეცადე, რომ ეს პირველისგან განსხვავებული ყოფილიყო. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ სტენსილის შექმნის მომენტში მოხდა, იყო ის, რომ როცა ვხატავდი, ბავშვებმა გამოიარეს და დაიწყეს სიმღერა "ძებნილები და ჯერონიმო". ანუ, შავი პრინცი პოპულარულია არა მხოლოდ თავისი ასაკის ხალხში, არამედ პირველ-მეორე კლასელმა ბავშვებმაც იციან მის შესახებ. ეს ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის. ვფიქრობ, რომ აკაკი ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ახალგაზრდებისა და ქართველი ადამიანების გულში, როგორც ძალიან ნიჭიერი და ძალიან კარგი ხელოვანი. ვთვლი, რომ მისი სახელობის ბევრი რამ უნდა იყოს არა მხოლოდ ქუთაისში, სხვა ქალაქებშიც,"-განაცხადა ლია უკლებამ Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

ქართული ჰიპ-ჰოპის ერთ-ერთი დამაარსებელი აკაკი ბაბუნაშვილი, სასცენო სახელით კი "შავი პრინცი" 2019 წლის თებერვალში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მალევე, ლია უკლებამ ბუხაიძის ქუჩის კედელზე, შავი პრინცის სტენსილი მოხატა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 255-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომღერლის საღამო კომპლექს 'ბაგრატში' გაიმართება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში 36 შავი წერტილია.

ამინდი