Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიონის პირას განთავსებულ კარვებში პოლიციამ ალკოჰოლური სასმელი იპოვა

თარიღი : 11-04-2021, 18:04 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონის პირას, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარვები სამართალდამცავებმა უკვე აიღეს.

მოქალაქეები, რომლებიც ჰესის პროექტს ეწინააღმდეგებიან, კარვებში 168 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

სამართალდამცავებმა კარვებში ალკოჰოლური სასმელი იპოვეს, თუმცა აქციის მონაწილეები ალკოჰოლის მიღების ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ სასმელის ბოთლები ხელისუფლებამ ჩაუდოთ.

კარვების აღებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

“სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუშინ გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწ ოდებს აქციის მონაწილეებს დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას,”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 235-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი