Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რიონის ხეობაში შესაძლოა ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარვები აიღონ

თარიღი : 11-04-2021, 16:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მდინარე რიონში, დაკარგული ახალგაზრდის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მაშველები სპეციალური ტექნიკისა და ნავების გამოყენებით ეძებენ 26 წლის მამაკაცს, რომელიც სამი დღის წინ თბილისიდან წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში, “ნამახვანჰესების კასკადის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების მიერ კარავში ჩავიდა. გუშინ საღამოს კი მდინარე რიონში გაუჩინარდა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევამდე ახალგაზრდა მამაკაცი კარავში ვახშმობდა, ვახშმის დასრულების შემდეგ კი მდინარისკენ წავიდა. საპროტესტო აქციის მონაწილეები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ნასვამი იყო.

"სანამ გადახტებოდა, ერთ-ერთ ჩვენიანს, ვინც ახლოს გაიარა, მობილური მიაწოდა და უთხრა ჯანოს (მის მეგობარს) მიეციო. ეს იყო ბოლო წინადადება და მიზანმიმართულად გადახტა რიონში. რიონი ადიდებულია, მაშინვე გავიქეცით ყველანი, რომ გამოგვეყანა, მაგრამ ვერ მოხერხდა. სრულიად ფხიზელ მდგომარეობაში იყო. ეს ბიჭი სამი დღეა აქ არის. ახლო ურთიერთობა არავის გვქონია მასთან. მეგობართან ერთად იყო ჩამოსული და მასთან კონტაქტობდა,”-განაცხადა რიონის ხეობის ერთ-ერთმა მცველმა დათო სიმონიამ.

რიონის ხეობის მკვიდრი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სამართალდამცავები მათი კარვების აღებას აპირებენ. გოლეთიანი ხელისუფლებას პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები ერთად დადგნენ და აღნიშნული რაც შეიძლება ბევრმა მათგანმა გააპროტესტოს.


ნანახია: 203-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი