Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მდინარე რიონში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს 100-მდე მაშველი ეძებს

თარიღი : 11-04-2021, 10:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მდინარე რიონში დაკარგული ახალგაზრდა მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან სპეციალური ტექნიკის გამოყენებით განახლდა.

მდინარეში გაუჩინარებულ მამაკაცს 15-კილომეტრიან პერიმეტრზე 100-მდე მაშველი და ათამდე ნავი ეძებს. სპეციალური ხელსაწყოს გამოყენებით ასევე ხდება მდინარის ფსკერის დათვალიერება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და იმ დრომდე არ შეწყდება, ვიდრე გაუჩინარებულ მამაკაცს არ იპოვიან.

30 წლამდე ასაკის მამაკაცი მდინარე რიონში, სოფელ ნამახვანის ტერიტორიიდან გუშინ გაუჩინარდა. ის მეგობართან ერთად ნამახვანში თბილისიდან სამი დღის წინ ჩავიდა და ჰესების მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კარავში იმყოფებოდა.


ნანახია: 179-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი