Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს სოფელ ნამოხვანში ჰესის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა

თარიღი : 10-04-2021, 21:07 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თავი მოიკლა. ახალგაზრდა მამაკაცი მდინარეში გადახტა.

“დაახლოებით ერთი საათის წინ, მამაკაცმა თავისი ტელეფონი მდინარის პირას მყოფ ერთ-ერთ აქტივისტს მიაწოდა და წყალში შევიდა.

იქვე მყოფებმა ახალგაზრდა კაცის გადარჩენა სცადეს, მაგრამ მამაკაცი მდინარის სიღრმისკენ მიცურავდა, ბოლოს კი დინებამ წაიღო. ცხედარი ამ დრომდე არ უპოვიათ. ამ ეტაპზე გამიჭირდება თქმა, უკავშირდება თუ არა მისი გადაწყვეტილება ნამახვანჰესის მშენებლობას,”-განაცხადა რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა.


ნანახია: 211-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი