Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, კორპუსებში ლიფტების მოწყობის მოთხოვნით მოსახლეობამ გზა გადაკეტა

თარიღი : 10-04-2021, 16:02 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხმაური და დაპირისპირება იყო ქუთაისში. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად, აღშაშენებლის ქუჩა გადაკეტეს. ისინი მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების დამონტაჟებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

"ვაპროტესტებთ იმას, რომ ჩვენს ბინაში ლიფტი არ მუშაობს. პირველ სართულზე პატარა ლიფტი გახსნილია, არც შემოღობილია, არაფერი. იყო შემთხვევა, ქალი ჩავარდა შიგნით. მეორე ლიფტი საერთოდ არ მუშაობს, კვირაში ერთი დღე შეიძლება იმუშაოს, ისიც ნორმალურად არა. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, ფული ავკრიბეთ და მერიამ თითქოს გაგვიკეთა, სინამდვილეში კი ვერაფერი ვერ გაგვიკეთეს,"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

"ლიფტები თავიდანვე არასწორად იყო დამონტაჟული და გაკეთებული. შევქმენით ამხანაგობა და მერიის დაფინანსებით გააკეთეს თითქოს, მაგრამ ამას გაკეთებული არ ქვია. ეს არის უხარისხო ლიფტები, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცვლელი. გვაინტერესებს ეს ამდენი თანხა, რაც დაჯდა, სად წავიდა? რატომ გამოიყენეს ეს თანხები არამიზნობრივად,?"-აცხადებენ ადგილობრივები.

ლიფტების მოწესრიგების მოთხოვნით, ადგილობრივები ქუთაისში, უკვე მეექვსე აქციას ატარებენ, გზის გადაკეტვა კი მათი მხრიდან, პირველი შემთხვევა იყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება პრობლემას არ მოუგვარებს, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 317-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაუმართავ ლიფტში მოხვედრილი და გაჭედილი მოქალაქეები გარეთ გამოსვლას ან თავად ცდილობენ ან კიდევ ლიფტის შემკეთებელს ელოდებიან.
7 ერთეული ლიფტის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 95 000 ლარია გამოყოფილი.
7 ერთეული ლიფტის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 95 000 ლარია გამოყოფილი.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ზურაბ ჭავჭავაძის 8 ნომერში, მე-14 სართულიდან ლიფტი ჩავარდა.

ამინდი