Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის ორგანიზაცია რეგიონის მოსახლეობას მიმართავს

თარიღი : 10-04-2021, 15:54 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, იმერეთში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესებულია. გოჩა გიორგიძის თქმით, აღნიშნული შეზღუდვების შემსუბუქებასა და საზოგადოებაში პირბადის გამოყენების მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდება. გიორგიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ატარონ პირბადე და დაიცვან აქამდე არსებული ყველა რეგულაცია.

"ეპიდვითარება შედარებით უფრო გაუარესებული გვაქვს, რაც ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო იმის ფონზე, რომ რეგულაციები, შეზღუდვები, ფაქტობრივად შემსუბუქდა და მეტწილად მოიხსნა. ამის პარალელურად, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ძალიან შემცირდა პირბადის მოხმარება საზოგადოების მხრიდან, რამაც გამოიწვია მდგომარეობის გარკვეული გაუარესება, თუმცა ჩვენთან, იმერეთში მდგომარეობა ჯერჯერობით, შეიძლება ითქვას, რომ ნორმალურად არის. მაქსიმალურად კონტროლდება, ძალიან ოპერატიულად მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა, რომელსაც აქტიურად ეხმარება ასევე პოლიცია თვითიზოლაციის კონტროლის საკითხებში. ამ თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ ცუდი მდგომარეობა ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ეს შედეგი ძალიან დიდი ენერგიის და 24-საათიანი მუშაობის ფასად არის. მინდა მოვუწოდო კიდევ და კიდევ ჩვენს მოსახლეობას, რომ გავიკეთოთ პირბადეს, ეს არის ყველაზე სრულყოფილი შესაძლებლობა თავდაცვისა ამ დაავადებისაგან, ამიტომ პირბადის გამოყენება უალტერნატივოა,"-განაცხადა გიორგიძემ.

მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი იმერეთში აქტიურად მიმდინარეობს და ამ დრომდე, როგორც "ფაიზერის", ასევე "ასტრაზენეკას" ვაქცინით, 1600-ზე მეტი ადამიანია აცრილი.

"უალტერნატივოა ვაქცინაციაც, რომელიც მიმდინაროებს დღეს საქართველოში. ვაქცინაციის ტემპები შედარებით უკეთესად მიდის, ვიდრე საწყის ეტაპზე იყო. ყოველდღიურად, როგორც "ფაიზერით", ასევე "ასტრაზენეკას" ვაქცინით, დაახლეობით 100-ზე მეტი ადამიანის აცრა ხორციელდება,"-განაცხადა გოჩა გიორგიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან იმერეთში - 43 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 193-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი