Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდი კვლავ საქართველოს ჩემპიონია

თარიღი : 31-03-2021, 21:14 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდი "უქიმერიონი" კვლავ საქართველოს ჩემპიონია. თბილისში გამართულ ჩემპიონატზე ინდორ-ჰოკეიში, გუნდმა პირველი ადგილი აიღო.

"მიმდინარე წლის 25–28 მარტს, თბილისში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ინდორ(დარბაზის) ჰოკეიში ქალთა გუნდებს შორის. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ აჭარის, ქუთაისის 2 გუნდი, აბაშის და ახალგაზრდული ნაკრები. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, შეჯიბრებაში მონაწილეობა ვერ შეძლეს თბილისისა და ჩოხატაურის გუნდებმა. ამ ჩემპიონატში საქართველოს ჩემპიონობა შეინარჩუნა ქუთაისის "უქიმერიონის" ქალთა გუნდმა. ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1. ქუთაისის "უქიმერიონი" 2. აბაშა 3. აჭარა 4. ახალგაზრდული ნაკრები 5. ქუთაისი 2. მადლობა ყველა მონაწილეს და მათ ხელმძღვანელობას, რომ მოახერხეს შეჯიბრებაში მონაწილეობა,"- აცხადებს "უქიმერიონის" მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ჰოკეის ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ თევდორაძე.

მისივე თქმით, გუნდი "უქიმერიონი" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2022 წლის თებერვლის თვეში, ხორვატიაში გაიმართება.

"ევროპის ჩემპიონატი, რომელიც წელს, თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, პანდემიის გამო გადაიდო. გადაწყდა, რომ მომავალ წელს, 2022 წლის თებერვალში ჩატარდება. ჩვენი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ევროპის საკლუბო ჩემპიონატი "ჩელენჯი 1". კარგი იქნება, თუკი სამომავლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან მხარდაჭერა გვექნება. ამბიცია დიდია, რომ გუნდმა "ჩელენჯი 1"-ც მოიგოს,"-განაცხადა ავთანდილ თევდორაძემ Topnews.com.ge-სთან საუბარში.

ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდი "უქიმერიონი" 1977 წლიდან არსებობს. გუნდს არაერთი წარმატება აქვს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ჩემპიონატებზე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 313-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოზურგეთის სპორტის სასახლეში გამართული საქართველოს ჩემპიონატი ჰოკეიში ქუთაისის ჰოკეისტ ქალთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
ჩემპიონატი მიმდინარე წლის 28–30 მარტს ოზურგეთის სპორტის სასახლეში ჩატარდა.
ქუთაისის ჰოკეისტ გოგონათა გუნდი ევროპის პირველობაზე მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ამინდი