Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში ‘ასტრაზენეკას’ ვაქცინით მსურველები ორ კლინიკაში აიცრებიან

თარიღი : 30-03-2021, 10:24 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში დღეიდან “ფაიზერით” ვაქცინაცია დაიწყო. ვაქცინაციის მსურველ პირებს რეგიონში მხოლოდ ერთი სამედიცინო დაწესებულება-დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი მოემსახურება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის ვაქცინის მსურველი 1344 ადამიანია რეგისტრირებული, რომელთაც ვაქცინაცია ორი კვირის ვადაში ჩაუტარდებათ.

პარალელურად, მიმდინარეობს ვაქცინაცია “ასტრაზენეკას” ვაქცინით. პირებს, რომლებიც “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების სურვილს გამოთქვამენ, რეგიონში ორი კლინიკა მოემსახურება-თანამედროვე ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონული ცენტრი და საჩხერის სამედიცინო ცენტრი.


ნანახია: 254-ჯერ

მსგავსი სიახლეები