Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

თარიღი : 29-03-2021, 18:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პოლიტიკოსი გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topenws.com.ge-ს პოლიტიკოსის ადვოკატი, ვალერი გელბახიანი უდასტურებს.

"გიდასტურებთ. 10 დღეა შიმშილობს გოგი, 15 კილო აქვს მოკლებული. ვეღარ ლაპარაკობს და ვეღარ დადის, დღეს მაგალითად მოძრაობისას წაიქცა. გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, ეს ნიშნავს რომ ინტენსიურ მკურნალობას დაუწესებენ, პალატაშია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,"-განუცხადა გელბახიანმა Topenws.com.ge-ს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. თავად პოლიტიკოსი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და თავს ივანიშვილების ოჯახის პირად პატიმრად მიიჩნევს. წულაია პროტესტის ნიშნად 10 დღეა შიმშილობს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 330-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი