Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში ‘ფაიზერის’ ვაქცინის გაკეთების სურვილს 1344 ადამიანი გამოთქვამს

თარიღი : 29-03-2021, 17:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონში 30 მარტიდან “ფაიზერით” ვაქცინაცია იწყება.

“ფაიზერით” ვაქცინაციის მსურველ პირებს რეგიონში მხოლოდ ერთი სამედიცინო დაწესებულება-დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრი მოემსახურება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის ვაქცინის მსურველი 1344 ადამიანია რეგისტრირებული.

“ორი ბრიგადა მუშაობს ადგილზე და დღის განმავლობაში დაახლოებით 1344 ადამიანი უნდა აიცრას. 60 ადამიანი აიცრა დღეს “ასტრაზენეკას” ვაქცინით. ჯამში 350 ადამიანია ვაქცინირებული,”-ამბობს გოჩა გიორგიძე.


ნანახია: 181-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი