Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისმა ქალაქის დღესასწაული შესაძლოა მიმდინარე წელსაც ვერ აღნიშნოს

თარიღი : 23-03-2021, 11:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
აღინიშნება თუ არა ქუთაისში, ქალაქის მთავარი დღესასწაული "გვირილობა", ჯერ უცნობია. როგორც იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, "ორმაისობის" ჩატარება ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

"ველოდებით რეკომენდაციებს, ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით,"-აცხადებენ მერიაში.

"გვირილობამ" გასულ წელს მასშტაბური ღონისძიებების გარეშე, კორონავირუსის პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ჩაიარა. 2020 პირველი წელი იყო, როდესაც ტრადიციული დღესასწაული იმერული კოლორიტის, ქართული ფოლკლორისა და გასტრონომიის, გამოფენების, ყვავილების ბაზრობების, თეთრწინსაფრიანი გოგონების, ფაიტონისა და თეატრალური მსვლელობების გარეშე გაიმართა.

დღესასწაული სათავეს მე-20 საუკუნის დასაწყისში იღებს. “გვირილობა" გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება. გიმნაზიელმა გოგონებმა გვირილების გაყიდვის აქცია მოაწყვეს, რომ ტუბერკულოზით დაავადებულებს დახმარებოდნენ. ამ აქციას შემდგომში ტრადიციის სახე მიეცა და ქალაქის დღესასწაულად გარდაიქმნა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 327-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'საქართველოს განვითარების ფონდის' ქუთაისის ოფისმა გვირილობის დღესასწაული სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა.
მიმდინარე წელს, ორ მაისს, 'ქუთაისობის' დღესასწაულზე, მუხრანის ტყეში ტრადიციად ქცეული იმერული კუთხისა და სამზარეულოს პრეზენტაცია

ამინდი