Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ვაქცინა სამედიცინო სფეროს 2000-მდე წარმომადგენელს გაუკეთდება

თარიღი : 15-03-2021, 18:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონის ხელმძღვანელებს შეხვდა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებისა და თანმიმდევრულად განხორციელების შესახებ დეტალურად იმსჯელა. აღნიშნულ პროცესში იმერეთში სულ 15 სამედიცინო დაწესებულება ჩაერთვება-ინფორმაცის ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 5 500 დოზა უკვე იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული, აქედან 2 000 დოზა ქუთაისშია.

რეგიონის მასშტაბით ყველა ამცრელი კაბინეტის მედპერსონალს გავლილი აქვს შესაბამისი ტრენინგები და მუნიციპალიტეტები მზად არიან აცრების ჩასატარებლად.

შეხვედრაზე ეპიდემიოლოგებმა ყურადღება გაამახვილეს COVID-19-ის ვაქცინაციის მიმღებლობაზე და აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

დღეიდან ვაქცინაციის პროცესში ქუთაისის ოთხი სამედიცინო დაწესებულება ჩაერთო. 17 და 18 მარტიდან იმერეთის მასშტაბით კიდევ 11 ცენტრი დაემატება და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიწყება ვაქცინაცია.

ეროვნული გეგმის შესაბამისად შერჩეული პირველი პრიორიტეტული ჯგუფი - ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებია.

შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ პირველი პარტიის 43 200 დოზა საქართველოში უკვე ჩამოვიდა.


ნანახია: 105-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი