Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთში ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს

თარიღი : 13-03-2021, 15:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ დასავლეთ საქართველოსათვის განკუთვნილი ვაქცინის 14 080 დოზა უკვე მიიღო. “ასტრაზენეკას” ვაქცინის განაწილება ცენტრის საწყობიდან დღესვე დაიწყება. დღესვე ვაქცინა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში გაიგზავნება, ხოლო ხვალ ვაქცინას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი მიიღებს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, 5550 დოზა არის გათვალისწინებული იმერეთის რეგიონისათვის. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია სამედიცინო პერსონალს ჩაუტარდება, პროცესი იმერეთის რეგიონში 15 მარტიდან დაიწყება. ვაქცინაციისათვის მუნიციპალიტეტების დაავადებათა კონტროლის ცენტრებში მობილიზებულია შესაბამისი კაბინეტები.


ნანახია: 192-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი