Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას ფიქრობს იმერეთის გუბერნატორი ქუთაისის ახალი მერის საქმიანობაზე?

თარიღი : 27-02-2021, 21:36 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ბატონი იოსები აკეთებს მაქსიმუმს"-ასე აფასებს Topnews.com.ge-სთან ქუთაისის ახლადარჩეული მერის საქმიანობას იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე. მისი თქმით, ალბათ წლები უნდა გავიდეს, რომ მერის შესრულებულ საქმიანობაზე ვიმსჯელოთ.

"ზოგადად, აბსოლუტურად სხვანაირად ჩანს, როცა გარედან უყურებ მოვლენებს. ყველას გვინდა ყველაფერი ძალიან სწრაფად და მალე გაკეთდეს. ვფიქრობ ხოლმე და მეც ვყოფილვარ მათ რიგებში, ეს რატომ არ კეთდება, მაგრამ რეალურად, როდესაც ეცნობი ყველა იმ მიმდინარეობას და თემას, თუ როგორ ხდება სტრუქტურულად აწყობა, არც ისე მარტივია. თუმცა ყველაფერი კეთდება, მაგრამ ცოტა მეტი დრო უნდა, ვიდრე გარედან ჩანს. აქედან გამომდინარე, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ ბატონი იოსები აკეთებს მაქსიმალურს, რაც მის ძალებში არის.

შემიძლია გითხრათ, რომ ბევრად მოტივირებულია და ბევრად მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე იმ პერიოდში, როდესაც ჩემი პირველი მოადგილე იყო. როდესაც ქუთაისზე ვსაუბრობთ, თან ცოტა სენტიმენტებიც არის, ძალიან ბევრი საქმეა. გუბერნიაში ყოფნისას, ორი-სამი მიმართულება იყო მის საკურატორო სფეროში, რასაც თავისთავად თავიდან ბოლომდე აკეთებდა. ახლა ყველა სფერო აბარია. მით უმეტეს იმერეთში, ქუთაისი არის ფაქტობრივად ყველაზე დიდი, ყველაზე რთული და ყველაზე მოცულობითი ქალაქი, რომელზეც ფაქტობრივად დამყარებულია მთლიანად იმერეთის ეკონომიკაც, მხარის წარმატებაც და ა.შ. აქედან გამომდინარე, ქუთაისის მერობა იოლი ნამდვილად არ არის და ვერც შევადარებთ იმერეთის ვერც ერთი სხვა მუნიციპალიტეტის მერობას,"-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ Topnews.com.ge-სთან ინტერვიუში.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 355-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას საქმიანობას აფასებს.

ამინდი