Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საავტომობილო გზაზე განთავსებული ჯიხური ქუთაისში

თარიღი : 20-02-2021, 20:32 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა   
topnews.com.ge
სამოქალაქო აქტივისტი ნიკა დეისაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, რომ სავაჭრო ჯიხური საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე დგას. ფოტო ქუთაისში, ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.

"ვინ გასცა ამაზე ნებართვა? საავარიო სიტუაციების გამომწვევი გამხდარა ხშირად. მეგობარს რეკლამაზე, ნარინჯისფერი რეკლამა წითლით შეაცვლევინეს და აჯარიმებდნენ. ამას ვერ ხედავთ? ჩინოვნიკის ნათესავის იქნება ალბათ და თვალს ხუჭავენ შესაბამისი სამსახურები,"-წერს ნიკა დეისაძე.

დეისაძის პოტს სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა.

"მე ზებრასთან მანქანა ვერ შემიჩერებია და ამან ჯიხური წამომიჭიმა. საღოლ ძმა, მაგარი მოზგი ხარ"

"სამარცხვინოა. საავარიო სიტუაციასაც ქმნის და ორღობის შთაბეჭდილებასაც ტოვებს"

"გორგოლაჭებზე დააყენონ და ჩრდილში გადააგორებენ ხოლმე,"-წერენ მოქალაქეები.


ნანახია: 564-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დღეს, სიმბოლურად ჯიხური

ამინდი