Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ადვოკატები დაუცველები არიან, მათ ოჯახებზე მიმდინარეობს მუქარა და ზეწოლები,’-აქცია ქუთაისის პროკურატურასთან

თარიღი : 10-02-2021, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის რაიონულ პროკურატურასთან ადვოკატების აქცია გაიმართა. მათ თავიანთ კოლეგას, შოთა თუთბერიძეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ადვოკატები იმ პირების დასჯასა და სამსახურიდან გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებმაც, მათი თქმით, თუთბერიძეს საადვოკატო საქმიანობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და უკანონოდ, ორი საათის განმავლობაში, დაკავებული ჰყავდათ.

"გუშინ, საპატრულო პოლიციამ, ორი საათით დააკავა ადვოკატი შოთა თუთბერიძე, აბსოლუტურად ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე და დაცვის უფლება შეუზღუდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს. არ ვიცი, ამაზე მეტი აღმაშფოთებელი რა უნდა მოხდეს. ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიაზე ოდნავ მაინც გააჩნიათ პრეტენზია, აძლიერებენ ადვოკატის ინსტიტუტს. ჩვენთან კი რა ხდება? ადამიანი კანონიერად ითხოვდა, შემახვედრეთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს, არ მაქვს უფლება გავესაუბროო? და დაადეს ბორკილები პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, დააკავეს, ჰყავდათ ავტომობილში. შემდეგ გაათავისუფლეს და ახლა ედავებიან პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას. როგორ შეიძლება პოლიციელის მოთხოვნა იყოს კანონიერი, როცა ადვოკატი ახორციელებს დაცვის უფლებას და ამას უზღუდავს პოლიციელი?

იცით, რომ კანონმდებლობაში შევიდა პოზიტიური ცვლილება, რომ ადვოკატის საქმიანობაში ხელის შეშლა დასჯადია, მაგრამ ამ მუხლს რეალიზება არ აქვს პრაქტიკაში. ადვოკატები დაუცველები არიან, მათ ოჯახებზე მიმდინარეობს მუქარა და ზეწოლები. ვითხოვთ, დასაჯონ ის პირები, რომლებმაც დააკავეს გუშინ, უკანონოდ ბატონი შოთა. გაათავისუფლონ ისინი დაუყონებლივ სამსახურიდან. რას აკეთებს საერთოდ გენიინსპექციის სამსახური? "-აცხადებენ ადვოკატები.

ადვოკატები გენერალური ინსპექციისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისგან ფაქტზე რეაგირებას მოითხოვენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადვოკატების განცხადებით, ზაზა ხატიაშვილი იცავდა ადვოკატ გიორგი ონიანს, და არა, როგორც დამნაშავე პიროვნებას.
ქვეყნის ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით, მერაბიშვილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პატიმრობა
პატიმრის უფლებადამცველის თქმით, საგამოძიებო ორგანოები მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტაქსის მძღოლის ყაჩაღობას ედავებიან, რაც სიმართლეს არ
მისი უფლებადამცველის ლედი ტუკვაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სამართალდამცველები ხშირად ავიწროებდნენ და მას ან ქვეყნის
ბრალდებულის ადვოკატი ინგა გიორგაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ახალგაზრდის მკვლელობა არ სურდა.

ამინდი