Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლა სწავლის საკლასო ოთახებში განახლებისთვის ემზადება

თარიღი : 9-02-2021, 19:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სასწავლო პროცესი საქართველოს მასშტაბით, 15 თებერვლიდან საკლასო ოთახებში გაგრძელდება. სწავლის განახლებისთვის ემზადებიან ქუთაისის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლები. როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, ყველა სკოლას საჭირო სამედიცინო ინვენტარი მზად აქვს.

"მოგეხსენებათ, სექტემბერში ყველა სკოლა საჭირო ინვენტარებით იყო აღჭურვილი. ოქტომბრის ბოლოდან მეტ-ნაკლებად გადავედით დისტანციურ სწავლებაზე, დეკემბრის ბოლოს კი ისევ მივიღეთ განახლებული სადეზინფექციო ხსნარები, დეზობარიერები უკვე შეძენილი ჰქონდათ სკოლებს. შრომის უსაფრთხოების სამსახურის შემოწმება როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლებს გავლილი აქვთ, დასუფთავებითი სამუშაოებიც დასრულებულია და ვემზადებით სასწავლო პროცესისთვის,"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, სწავლების ჰიბრიდული მოდელი კვლავ ძალაშია და მოსწავლეებს განათლების მიღება როგორც სასკოლო ოთახებში, ისე დისტანციურად, რეგისტრაციის საშუალებით შეეძლებათ.

"გააჩნია მშობლების გადაწყვეტილებას, უკვე გვაქვს მომართვიანობა და ბევრი ითხოვს დისტანციურზე დარჩეს, რადგან ზოგს რისკ ფაქტორი ჰყავს სახლში, მაინც ეშინიათ და კითხულობენ აქვთ თუ არა უფლება დარჩნენ ონლაინ სწავლების რეჟიმში, რაც რა თქმა უნდა სამინისტროს მიერ გათვალისწინებულია და თავიდანვე შევთავაზეთ მათ. თუკი გაივლიან რეგისტრაციას, პირადი განცხადებით შეძლებენ ამ ყოველივეს. მოკლედ, იქნება ჰიბრიდული სწავლება, შერეული ტიპის, როგორც საკლასო ოთახებში, ისე ონლაინ სწავლებითაც მსურველთათვის," -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ცნობისთვის, ქუთაისში 38 საჯარო და 10 კერძო სკოლაა.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 458-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი