Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მეხანძრე-მაშველებმა თერჯოლაში ბუნებრივი აირის სატუმბი ორი ავტომობილი აფეთქებას გადაარჩინეს

თარიღი : 9-02-2021, 16:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თერჯოლაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 204-ე კილომეტრის მიმდებარედ ბუნებრივი აირით დატვირთულ ავტომანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ. ავტომობილები გაზგასამართ სადგურზე იდგნენ და არსებობდა როგორც აფეთქების, ასევე, ცეცხლის გვერდით მდგარ მანქანებზე გავრცელების საფრთხე.

"შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. მეხანძრე-მაშველებს გაზ გასამართ სადგურზე დახვდათ ორი სატუმბი მოწყობილობით და ბალონებით დატვირთული ავტომანქანა. სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა სიტუაციის სირთულის გათვალისწინებით დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა არსებული საფრთხის თავიდან არიდება და ხანძრის დროული ლიკვიდირება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა"_ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.


ნანახია: 315-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 90 კვ. მ. ფართობი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 50 კვმ ფართობი.

ამინდი