Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საფეხბურთო ტრადიციებით მდიდარი ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის მიღმა აღმოჩნდა

თარიღი : 15-01-2021, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ევროპის ჩემპიონატმა ქუთაისს გვერდი კვლავ აუარა. არსებული ინფორმაციით, შეხვედრები ბათუმის, ფოთისა და თბილისის ორ სტადიონზე გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 3 დეკემბერს გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღო.

"ეუფა"-ს ამ გადაწყევტილებას ა/ო "ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები უსამართლოდ მიიჩნევენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ როგორც 2017 წელს, ქუთაისი ამჯერადაც გამორჩათ ფეხბურთის ფედერაციაში.

"საფეხბურთო ტრადიციებითა და საფეხბურთო სანახაობის მიმართ მაყურებელთა მაღალი ინტერესით გამორჩეული ქუთაისი ტურნირის მიღმა რჩება. მიმდინარე კრიზისისა და ეკონომიკური დეპრესიის ფონზე, პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა ხელსაყრელი მდებარეობისა და ევროპის ქალაქებთან იაფიანი ფრენების არსებობის ფაქტორის გათვალისწინებით, ქუთაისის მიმართ ინტერესისა და ეკონომიკური იმპულსების ზრდის შანსიც იქნებოდა. ქალაქის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და იმერეთის გუბერნიამ არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ თბილისის რომელიმე ერთი სტადიონის ნაცვლად, შეხვედრები ქუთაისშიც გამართულიყო, რაც საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებასაც მოითხოვდა, რაც ქალაქისთვის პირდაპირი სარგებელი იქნებოდა. როგორც 2017 წელს, ქუთაისი ამჯერადაც გამორჩათ ფეხბურთის ფედერაციაშიც,"-აცხადებენ ორგანიზაციაში.

"ევროპა ჩვენი სახლია"-ს წარმომადგენლები ფეხბურთის ფერდერაციასა და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაწყვეტილების ქალაქის სასარგებლოდ შეცვლისაკენ მოუწოდებენ.

"მივმართავთ ქუთაისის მერს და იმერეთის გუბერნატორს, იმოქმედონ ქალაქისა და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე და ფეხბურთის ფედერაციასთან განიხილონ 2023 წლის 21 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობა,"-ამბობენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ "უეფა"-ს გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 353-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ქუთაისი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების სიაში ვერ მოხვდა.
"ევროპა ჩვენი სახლია" ვიცე-მერის იმ განმარტებას იწუნებს, რომლის მეშვეობით მიქიაშვილმა ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების
მისი თქმით, მას აინტერესებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ საფეხბურთო კლუბებს როგორ პირობებში უწევთ ვარჯიში და თამაშისთვის

ამინდი