Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის შემოვლითი გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი სამი საათით ჩაიკეტება

თარიღი : 13-01-2021, 18:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისის შემოვლითი გზის 7-კილომეტრიანი მონაკვეთის სამი საათით ჩაკეტვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“ქუთაისის შემოვლითი გზის - სამტრედიის მონაკვეთების 4-ზოლიან ავტომაგისტრალად მოდერნიზების მიმდინარე სამუშაოების პროექტის ფარგლებში, „ბლექ სი გრუპის“ მიერ, 2021 წლის 15 იანვარს დაგეგმილია საერთაშორისო მნიშნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 218-ე კმ-ზე არსებული ჭიშურას სახიდე გადასასვლელიდან 228-ე კმ-ზე არსებული გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე მონაკვეთზე არასტანდარტული საგზაო ნიშნის განთავსება, რომლის სამუშაოებისათვისაც აუცილებელია ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა.

ჩაკეტვა განხორციელდება ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძიდან გეგუთის სატრანსპორტო კვანძამდე, 2021 წლის 15 იანვრის 22:00 სთ-დან 16 იანვრის 01:00 სთ-მდე პერიოდში (3 საათით). დროის აღნიშნულ პერიოდში აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით და ქუთაისის და ნიკეას ქუჩების გავლით გადაადგილდება დასავლეთის მიმართულებით. ხოლო, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი გადაადგილდება გეგუთის კვანძის გამოყენებით ნიკეას ქუჩის გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 453-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი