Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

Topnews.com.ge-ს საახალწლო ნომინაციები

თარიღი : 31-12-2020, 22:18 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გილოცავთ ახალ 2021 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ და არა მხოლოდ პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით დააწესა.

წლის “მთავარია კეთდება,”-წერეთლის და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაცია ქუთაისში

წლის “ვაი ასეთ აღმართვას” - 6 მცდელობის შემდეგ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სახელმწიფო დროშის აღმართვა

წლის “ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია” - ამობრუნებული საახალწლო განათებები ქუთაისში

წლის “როგორც იქნა გვეღირსა” - ცენტრალურ ბაღში არსებული საპირფარეშოს გახსნა

წლის “ინფრასტრუქტურული პროექტი,”-თერჯოლის სოფელ ღვანკითში გასახდელის მოწყობა

წლის 90-იანები-წყლის, ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენილი ქუთაისი

წლ (ებ)ის ახდენილი ოცნება-ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგება

წლის “ვაი რა კარგი საჩინო, რა ავად მიგიჩნიესო,”-ქუთაისის ყოფილი მერის გიორგი ჭიღვარიას თანამდებობიდან მოულოდნელი წასვლა

წლის გულწრფელი რესპოდენტი - ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე

წლის ინიციატორი-
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია

წლის “შატალო”-ოპოზიციის მიერ ქუთაისის საკრებულოს სხდომების ბოიკოტი

წლის “ტურიზმის მონამორჩილი” - ვანის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ლილუაშვილი

წლის ჯანსაღი თაობის აღმზრდელი - კერძო სკოლა "მერმისი"

წლის “მაინც ამოვთხრით”-გოგი წულაია

წლის სიმშვიდე-იმერეთის გუბერნატორი

წლის “ბუღალტრები”-ჟურნალისტები

წლის პიარები-თამარ უგულავა (ხონი, თეა ბერიძე-ხარაგაული, ლელა გორგოძე-ზესტაფონი)

წლის “ყველას მოვუსმენ”-ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე

წლის “ხონელებისთვის სამუშაოს მაძიებელი”-ხონის მერი ლადო ჯურხაძე

წლის “რაიონის გულშემატკივარი”-ვანის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი

წლის “წამში მოპასუხე” - შშს-ს პრესსამსახური მზია წიტაიშვილი

წლის “მშველელი”-ადვოკატი ლედი ტუკვაძე

წლის “ხანძარი ლოკალიზებულია” - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრ რატი მუჯირი

წლის “საქმიანი”-იმერეთის გუბერნატორის პრ -სალომე ჩინჩალაძე

წლის “იმედი”-ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა

წლის “იმედგაცრუება”-ქუთაისი ელექტრომობილების საწარმოს გარეშე

წლის “უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი”-ქუთაისის ახალი მერის დაპირება, მერიის შენობაში მედიაცენტრის მოწყობაზე

წლის “ძებნილები”-ქუთაისის მერიის პრესსამსახური

წლის “თურმე შეგვძლებია,”-პანდემიის მართვა

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. ღვთის წყალობას, ულევ სიხარულს, სიყვარულს, ბედნიერებას გისურვებთ და გპირდებათ, რომ 2021 წელშიც მოახდენს ობიექტურად და ოპერატიულად თქვენს ინფორმირებას. მადლობა, რომ ხართ ჩვენი ერთგული ვიზიტორები!


ნანახია: 306-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გილოცავთ ახალ წელს საუკეთესო სურვილებით და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის
Topnews.com.ge გილოცავთ ახალ 2016 წელს და წარმოგიდგენთ ნომინაციებს, რომელიც სააგენტომ წლის განმავლობაში ქუთაისსა და იმერეთის
საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE ბედნიერ, შემოსავლიან და სიკეთით სავსე 2017 წელს გისურვებთ!

ამინდი