Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერიას საკონფერენციო ოთახის ინვენტარი გადაეცა

თარიღი : 25-12-2020, 17:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ პროექტის-„დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე" ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას საკონფერენციო ოთახის ინვენტარი გადასცა.

პროექტი კარგი მმართველობის ხელშეწყობასა და მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე, მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე დაფუძნებული პროექტების შესამუშავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარებას ისახავს მიზნად.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და პროექტში ჩართულ ყველა პირს.

ათეა-ს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროექტი იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ხორციელდება.

პროექტი “დეცენტრალიზაციისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.


ნანახია: 232-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შეხვედრას, რომელზეც ევროკავშირის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით
დაჯილდოვების ცერემონიალი დღეს გაიმართება, სადაც ქუთაისის მერიას შესაბამისი ჯილდო გადაეცემა.

ამინდი