Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის მერი: 2021 წლის ბიუჯეტი ხარაგაულელებზე და მათთვის პრიორიტეტულ გამოწვევებზეა ორიენტირებული

თარიღი : 24-12-2020, 11:53 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის საკრებულომ, მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

საკრებულოს სხდომას დეპუტატებთან ერთად ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მოადგილე, დავით დევდარიანი, ესწრებოდნენ.

მერმა მადლობა გადაუხადა საკრებულოს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ 2021 წლის ბიუჯეტი ხარაგაულელებზე და მათთვის პრიორიტეტულ გამოწვევებზეა ორიენტირებული.

ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს საბიუჯეტო შენიშვნები წარუდგინა და განაცხადა, რომ მერიის საფინანსო სამსახური მაქსიმალურად ეცადა, შესაძლებლობის ფარგლებში, გაეთვალისწინებინა საკრებულოდან შემოსული შენიშვნები.

ასევე, დეპუტატებმა მოისმინეს საკრებულოს თავმჯდომარის და ამასთანავე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარის, მანანა ბარბაქაძის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც საკრებულოს წევრების მიერ დადებითად შეფასდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს და საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge


ნანახია: 320-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის(თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი) სხდომაზე, კომისიის წევრებმა 2016 წლის საბიუჯეტო
როგორც საკრებულოს წევრი ვარლამ ჭიპაშვილი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას აცხადებს, საკრებულოს ახალ
საკრებულოს სხდომაზე მერის საქმიანობა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა შეაფასა დადებითად.
ინფორმაცია ბიუროს წევრებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.
საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს მხარი საკრებულოს 22-მა წევრმა დაუჭირა.

ამინდი