Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამართალდამცავებმა უკანონოდ მოპოვებული 280 კილოგრამი თევზი ამოიღეს

თარიღი : 21-12-2020, 09:37 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 292 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 131 ფაქტი შეიცავს.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი, 86 ფაქტი დაფიქსირდა დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. ქვემო ქართლში გამოვლინდა 34 ფაქტი, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 33, კახეთში - 31, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 30, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 28, სამცხე-ჯავახეთში კი - 12.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, უკანონო თევზჭერის 38 ფაქტი გამოავლინეს, მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 13 ფაქტი შეიცავს.

ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 280 კგ-ს გადააჭარბა.

სამართალდამრღვევებს, უმეტესად უკანონოდ მოპოვებული ჰქონდათ თევზის ისეთი სახეობები, როგორიცაა: კალმახი, წვერა, კარჩხანა, ხრამული, ქაშაყი, კობრი.

“ბრაკონიერები უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი ნივთიერებები და სხვა. მაგალითისთვის, დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით თევზაობის 63 და ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერის 153 ფაქტი,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 465-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების
სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილაზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა თევზის მოპოვებას.

ამინდი