Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში სასწრაფოს 17 თანამშრომელი გამოჯანმრთელდა

თარიღი : 13-12-2020, 14:44 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალი კორონავირუსული ინფექცია დაამარცხეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვანის ცენტრის მედიკოსებმა. ინფექცია ცენტრის 17 თანამშრომელს ჰქონდა. ინფიცირებულები იყვნენ როგორც ექიმები, ისე ექთნები და მძღოლები.

თანამშრომელთა ინფიცირების გამო, ვანის მოსახლეობას მეზობელი მუნიციპალიტეტების სასწრაფო დახმარების ბრიგადები ემსახურებოდნენ. ვანის მოსახლეობისთვის სასწრაფოს ორი ბრიგადაა გამოყოფილი, ამ დროისათვის ორივე ბრიგადა ადგილზე სრული შემადგენლობით იმყოფება.

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 362 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულების დიდი ნაწილი ქუთაისზე მოდის.


ნანახია: 368-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასწრაფო დახმარების სამსახურის ქუთაისის ფილიალში 10 ბრიგადა მუშაობს.

ამინდი