Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გელათის კომპლექსის 2 ტაძარზე გარემო პირობების საზედამხედველო სისტემის ინსტალაცია დასრულდა

თარიღი : 6-12-2020, 16:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გელათის სამონასრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობისა და წმ. გიორგის სახელობის ეკლესიებზე კულტურული მემკვიდრების დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გარემო პირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემის ინსტალაციის პროცესი დაასრულა. წმ გიორგის სახელობის ტაძრისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ცენტრალური სივრცეების სხვადასხვა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ჭრილებზე საერთო ჯამში 18 შიდა სენსორი განთავსდა. მონიტორინგის სისტემები ინსტალირდა მთავარი ტაძრის საკურთხეველში, ეკვდერებსა და კარიბჭეებში. კომპლექსის ეზოში დამონტაჟდა სისტემის გარე სენსორი.

საზედამხედველო სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდება მაკროკლიმატისა (გარეთ არსებული გარემოს) მიკროკლიმატის (შიდა სივრცეები) ურთიერთქმედების შეფასება და კედლის მხატვრობის მდომარეობაზე მათი გავლენის განსაზღვრა. მონიტორინგის სენსორების მეშვეობით ტენიანობისა და ტემპერატურული პარამეტრების წლის ოთხივე სეზონზე გაზომვისა და სრული მასშტაბით კედლის მხატვრობის გაღრმავებული კვლევის საფუძველზე სპეციალისტებს მხატვრობის კონსერვაციის მართვის გეგმისა და მისი განხორციელების სტრატეგიის შემუშავების საშუალება მიეცემათ. ეროვნულმა სააგენტომ გარემოპირობების გრძელვადიანი საზედამხედველო სისტემა მიმდინარე წელს შეისყიდა. მისი ინსტალაცია გელათის სამონსატრო კომპლექსის 2 ტაძარზე 3 და 4 დეკემბერს განხორციელდა.

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრულფასოვანი კონსერვაციის საპროექტო დოკუმენტაცია, მისი დაზიანებული კრამიტის სახურავის რეაბილიტაციის თანმდევად, მომავალი წლიდან შემუშავდება. კონსერვაციის პროექტი კვალიფიციურ მხატვარ რესტავრატორთა ჯგუფისა მიერ, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადდება.

საპროექტო მასალების მომზადებისა და გადახურვის სრული რეაბილიტაციის დასრულების შემდგომ, კულტურული მემკვიდრების დაცვის ეროვნული სააგენტო ღვთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოებს განახორციელებს.


ნანახია: 301-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპს მოიცავს და მასზე მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია მუშაობა გელათის მონასტრის მართვის გეგმაზე და იგეგმება გელათის კონსერვაციის გეგმის განახლება.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გელათის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის სახურავის რეაბილიტაციას აფინანსებს.
1994 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანილი გელათის მონასტერი 2010 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ

ამინდი