Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ‘ტორპედო’ ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერას უცხადებს

თარიღი : 17-11-2020, 15:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
,,ტორპედო ქუთაისი“ სოლიდარობას უცხადებს ეროვნულ ნაკრებს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით საფეხბურთო კლუბი განცხადებას ავრცელებს.

“13 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან განვითარებული მოვლენების, შემდეგ გვსურს ჩვენი მხარდაჭერა დავაფიქსიროთ ეროვნული ნაკრებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ. ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით ნებისმიერი სპორტული საკითხის, დაპირისპირებით ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გზით მოგვარებას.

,,ტორპედო ქუთაისი“ კიდევ ერთხელ აღიარებს იმ დიდ ძალისხმევას და საქმეს, რასაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, მთავრობის მხარდაჭერით, ახორციელებს მომავალი თაობის, საკლუბო ფეხბურთის, მათ შორის ,,ტორპედო ქუთაისის” მხარდაჭერისთვისა და რეგიონალური ფეხბურთის განვითარებისთვის.

სპორტული დისკუსია არ უნდა გადაიზარდოს დაპირისპირებაში, რადგან ფეხბურთი კი არ ყოფს, არამედ აერთიანებს საზოგადოებას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეროვნულ ინტერესებს ეხება. ჩვენ უნდა ვამაყობდეთ ფეხბურთელებითა და მენეჯერებით, ამ უმნიშვნელოვანესი გზის გავლისთვის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ნამდვილად არ იმსახურებს ამ ფორმით თავდასხმას. ჩვენი ემოციები და გულისტკივილი სჯობს ყოველთვის შემოიფარგლებოდეს კონსტრუქციული კრიტიკით. დარწმუნებულები ვართ, ყველამ ბევრი რამ ვისწავლეთ ამ სამწუხარო მარცხის შემდეგ და გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუცილებლად მოძებნის სწორ მიმართულებას ჩვენი სათაყვანო ნაკრების წარმატებისთვის.

“ტორპედო ქუთაისი” ყოველთვის იდგება ფეხბურთის, ერთიანობის მხარეს და გაემიჯნება საზოგადოების რაიმე ფორმით დაპირისპირებას,”-ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 258-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სუპერთასის მატჩი 26 თებერვალს მარტვილში გაიმართება.
ქუთაისში არსებულ 'ტორპედო'-ს მოედანს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციების შესრულება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში,
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება.
ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტი , ზაალ ჩაჩავა საგანგებო განცხადებას აკეთებს.

ამინდი