Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 29 ქუჩის რეაბილიტაციისათვის 22 მილიონი იხარჯება

თარიღი : 7-10-2020, 20:02 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მთავრობის განკარგულებით, ქუთაისის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისში 29 ქუჩაზე სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები.

“სრული რეაბილიტაცია უტარდება ქუთაისის 2 ცენტრალურ ქუჩას, კერძოდ აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩებს.

რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება ხელოვნური ნაგებობები, მოეწყობა წყალგამტარი მილები, ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

29 ქუჩის რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 22 მილიონი ლარია. სარეაბილიტაციო ქუჩების საერთო სიგრძე კი 10 კმ-ზე მეტია.

პროექტის დასრულების შემდეგ, უსაფრთხო და კომფორტული გახდება ქუთაისის ქუჩებში გადაადგილება,”-აცხადებენ გზების დეპარტამენტში.


ნანახია: 313-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუჩის სრული განახლების შედეგად გაუმჯობესდება ავტოსატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა, რაც ქალაქს არსებული ხერგილებისგან განტვირთავს და

ამინდი