Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის ერთ-ერთი მაღალმთიანი დასახლების მოსახლეობა ბუნებრივი აირით ისარგებლებს

თარიღი : 6-10-2020, 13:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, ბოსლევის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გაზიფიცირება დასრულდა. სოფელ რკვიაში ახლად აშენებული გაზსადენი ზესტაფონის მერის მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ვახტანგ ღამბაშიძემ, „სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს და ერთ-ერთ ოჯახში სიმბოლურად გაზი აანთეს.

სახელმწიფოს დაფინანსებით, სოფელ რკვიაში, დაახლოებით 3 კმ-მდე სიგრძის გაზსადენის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ახალი გაზსადენის მშენებლობის შემდეგ დაახლოებით 150 - ზე მეტი აბონენტი მიიღებს ბუნებრივ აირს.

„სოფელი რკვია მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ ყველაზე მაღალმთიან დასახლებას წარმოადგენს, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერით, სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გაზიფიცირების შემდეგ, გარდა იმისა, რომ მოსახლეობას საგრძნობლად გაუუმჯობესდება ყოველდღიური ყოფა-ცხოვრება, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი ტყის მასივის მაქსიმალურ შენარჩუნებას,“-აღნიშნა ზესტაფონის მერის მოადგილემ ელგუჯა კვეტენაძემ.


ნანახია: 236-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 800 აბონენტი გაზიფიცირდა.
იმერეთის რეგიონში მაღალმთიანი სოფლების გაზიფიცირების პროცესი გრძელდება

ამინდი