Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერიის მხარდაჭერით მეტყველების დარღვევების მქონე პირებისთვის უფასო გამოკვლევები ჩატარდება

თარიღი : 2-09-2020, 12:19 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
11 სექტემბერს, ქუთაისში 00 : 09 - დან 19 : 00 - მდე, განათლების და დასაქმების ცენტრი (EDFC), მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედთან“ ერთად, მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებს.

გამოკვლევები მეტყველების დარღვევათა სრულ დიაგნოსტირებას გულისხმობს და ემსახურება მეტყველების ნებისმიერი ტიპის დარღვევათა დროულ აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მიზეზის დადგენასა და მის დასაძლევად საჭირო ღონისძიებებისა და მოქმედების ოპტიმალური გეგმის დასახვას. გარდა ამისა, სპეციალისტები, მშობლისთვის/პაციენტისთვის უზრუნველყოფენ ინფორმაციის მიწოდებას პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებებსა და საშუალებებზე.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი მეტყველების განვითარებისა და კორექციის ცენტრ „ლოგომედთან“ პარტნიორობით, ორი წელია წარმატებით ახორციელებს კომპლექსური თერაპიის პროგრამას, მეტყველების შეფერხების მქონე პირებისათვის. ენისა და მეტყველების თერაპიის კურსს უძღვებიან წამყვანი სპეციალისტები, როგორც პედაგოგიური, ისე სამედიცინო მეთოდების გამოყენებით.

გამოკვლევების მეშვეობით, შესაძლებელი იქნება ვიზიტორების მეტყველების დარღვევათა უკეთ შესწავლა და ადრეული დიაგნოსტირება.

უფასო გასინჯვები გაიმართება 2020 წლის 11 სექტემბერს, ქუთაისში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ქუთაისის ოფისში შემდეგ მისამართზე:

ქუთაისი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ქუთაისის ოფისი, გრიშაშვილის მე- 4 შეს. N 8 (09 : 00 სთ - დან 19 : 00 სთ - მდე)

საკონტაქტო ტელ: + 995 551 18 18 70; 0431 25 13 33

საკონტაქტო პირი: თეა შელია.


ნანახია: 183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში წმინდა ეკატერინეს სახელობის ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი გაიხსნა.
23 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრს

ამინდი