Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ქალბატონი: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება

თარიღი : 29-03-2014, 00:40 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები ქეთი ჭიღლაძე, რომელიც 7 წელია ეტლით გადაადგილდება დახმარებას ითხოვს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქეთევან ჭიღლაძეს გერმანიაში, ქალაქ მიუნხენის კლინიკაში 37 000 ევროიანი ოპერაცია სჭირდება, რომლის საშუალებაც ოჯახს არ აქვს.

"ჩემი მონაცემები გავაგზავნე გერმანიის კლინიკაში, მაქვს დოკუმენტები წერილების სახით რომ მესაჭიროება ოპერაცია ხერხემალზე. ქართველი ექიმები კი ამას სასტიკად უარყოფენ, რატომ არ ვიცი. მეუბნებიან, რომ გერმანელი პროფესორები ცდებიან, არ ვარ საოპერაციო და მესაჭიროება მუდმივი რეაბილიტაცია რისი საშუალებაც არ მაქვს, რადგან საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრი არაა და საზღვარგარეთ წასვლა კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, ყოველდღიურად მაქვს პრობლემები, ჩაკეტილი მაქვს სახსრები, მიჭირს ჯდომა, საშიშროება იმისა, რომ მუდმივი ჯდომით გამიჩნდეს ნაწოლები, მაქვს ტკვილები. დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებ. დედაზე ვარ დამოკიდებული ის მივლის. დედაც გულით და ასთმით არის დაავადებული და უჭირს ფიზიკურად ჩემი გადაჯდომა-გადმოჯდომა ეტლზე."- აცხადებს ჭიღლაძე.

ქუთაისში მცხოვრებთა უმრავლესობა ქეთი ჭიღლაძეს კარგად იცნობს, მიუხედავად სასწრაფო ოპერაციის საჭიროებისა ის აქტიური საქმიანობითაა დაკავებული. არის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, ასევე ხშირად აწყობს ნახატებისა და ნაქარგების გამოფენებს.

ქეთის დახმარების მსურველებმა შეგიძლიათ მისწეროთ მეილზე: qetichigladze@mail.ru
ან შეეხმიანოთ ''ფეისბუქზე'' Qeti Chigladze


ქუთაისელი ქალბატონი: ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება


ნანახია: 2239-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დახმარების მსურველებმა გთხოვთ, დარეკოთ „მაგთის“ და „ბილაინის“ ნომრებიდან - 0901701025.
მოზარდის საზღვარგარეთ მკურნალობისთვის 120 ათასი ევრო არის საჭირო, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.
მძიმე დაავადებით დასნეულებულ მარგალიტა მაკარიძეს ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალიშვილი ჰყავს.
წლებია საწოლს არის მიჯაჭვული, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ამბობს, რომ საჭმელი არ აქვს და მეზობლების კეთილ ნებაზეა
'ჩემი ხედვა ქალაქისა და ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით სრულად ემთხვევა ამ პარტიის მიზნებს'
ქუთაისში მცხოვრები ნინო მაისაშვილი დახმარებას ითხოვს.

ამინდი