Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალი გზა, რომელიც ხონს და წყალტუბოს დააკავშირებს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება

თარიღი : 9-06-2020, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კურორტი წყალტუბო და ხონის ტურისტული ლოკაციები ერთმანეთს შემოვლითი გზის ნაცვლად, ახალი, პირდაპირი გზით დაუკავშირდება.

ახალი საავტომობილო გზის მოწყობა აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ბიუჯეტი 16.5 მილიონი ლარია, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ახალ საავტომობილო გზაზე ეწყობა ორი ხიდი და სანიაღვრე სისტემები.

პროექტის ფარგლებში, უგზოობის პრობლემა გვარდება ხონის სოფლების-გელავერის, ძეძილეთისა და ნოღას მოსახლეობისათვის.

ხონის მერის ლადო ჯურხაძის თქმით, ახალი გზა მანძილს 60 კილომეტრიდან 11 კილომეტრამდე, ხოლო მგზავრობის დროს საათნახევრიდან ნახევარ საათამდე ამცირებს.

“გზა ცხენისწყლის ულამაზეს ხეობას მოუყვება. გარდა იმისა, რომ პროექტით გზის პრობლემა გვარდება სამი სოფლის მოსახლეობისათვის, მეორე სიკეთე ის არის, რომ ტურისტული მარშუტი გაცილებით საინტერესო და სასიამოვნო გახდება ტურისტებისათვის,”-ამბობს ხონის მერი ლადო ჯურხაძე.


ნანახია: 1285-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი