Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘თქვენ უნდა ჩაგაბაროთ აღსარება?,’-ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მეუფე ჟურნალისტებს

თარიღი : 31-05-2020, 14:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მეუფე ანტონი საკუთარ სკანდალურ ქადაგებაზე ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ საუბრობს.

მეუფე ანტონმა ქადაგებაზე ეკლესიის "შემტევ პირებზე" და მათ ევროპულ დაფინანსებაზე ისაუბრა. 
მან განაცხადა, რომ სინოდზე აუცილებლად განიხილავდა ხელახალი რეფერენდუმის საკითხს და მოსახლეობას კითხავდა, უნდოდა თუ არა საქართველოს ევროპა.

"რომელი უფრო ცუდად მოქმედებს, სასულიერო პირმა რომ გააკეთა, თუ იმათ მთელ მსოფლიოს რომ გააგებინეს? ადამიანმა რატომ უნდა იცოდეს ყველაფერი?! ინფორმაციაზე ძალადობთ და ინტერპერეტაციას აძლევთ, თქვენ შესვით ხალხი ამაზე. ხომ არის სიტყვის თავისუფლება, ჩემი სიტყვა არ არის თავისუფალი? მე გეკითხებით, თუკი ასეთია ევროპა, გინდათ? ჩემთვის გავაკეთე დასკვნა, რომ თუკი იმათი ხალხია და ასე იქცევიან, აქედან რა გამოდის, საიდან მოგდით ეს ამბები? ამასაც ისეთ ინტერპრეტაციას გაუკეთებთ, რომ არ ვაპირებ ამაზე საუბარს. ვისაც ჩემი აზრი აინტერესებს, მოდის ტაძარში. სანანებელი რა მაქვს, თქვენ უნდა ჩაგაბაროთ აღსარება? ეს ჩემი სივრცეა და დატოვეთ ტერიტორია"-განაცხადა მეუფემ.


ნანახია: 542-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი