Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სურს თუ არა ქუთაისის მაჟორიტარობა და ვის კანდიდატურას ურჩევს ‘ქართულ ოცნებას’ ომარ ნიშნიანიძე

თარიღი : 7-05-2020, 17:05 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"ზოგადად, ისეთ ხალხს ვუყურებ ამ ჩემი მშობლიური პარტიის სიებში, მართალი გითხრათ, მგონია, მე ბევრზე მეტს გავაკეთებდი,"- ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-სთან ომარ ნიშნიანიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაში მოხვედრის სურვილი აქვს და თუ კი შესთავაზებენ, ქუთაისის წინსვლისთვის დათანხმდება კიდეც.

"რა თქმა უნდა ბევრი კარგი და ღირსეული ადამიანია, რომლებსაც მივესალმები, ჩემი მეგობრები არიან, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებზე მეტიც შეიძლება მე გამეკეთებინა, ასე ვფიქრობ. ვნახოთ როგორ წარიმართება საქმე, რას შემოგვთავაზებენ ძველ გვარდიას, ვახსოვართ კი? ერთხელ შევახსენე თავი, გაზაფხულზე, შარშან ამ დროს, მას შემდეგ არ გაუპარტყუნებია არავის ყურები. წელს ვნახოთ რა იქნება, არჩევნები კარზე უკვე მოადგათ, დაგვიძახებენ ალბათ მერე, არიქა გვიშველეთო, სჯობს მანამდე გავახსენდეთ,"-ამბობს ნიშნიანიძე.

ვის კანდიდატურებს ურჩევდა ხელისუფლებას ქუთაისიდან საარჩევნო სიაში ჩასასმელად, ჯერ ვერ ამბობს. თუმცა დანამდვილებით იცის, რომ აღნიშნული ღირსეული უნდა იყოს და შემდეგ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს:

"ძნელია ამის თქმა... მიფიქრია ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ შევჯერებულვარ. რამდენიმე ადამიანი მყავს გონებაში, მაგრამ შეძლებენ კი? სიტყვა უნდა გეთქმოდეს, მართალი კაცი უნდა იყო, გამართული საუბარი უნდა იცოდე (და არა ღლიცინი), უნდა იცოდე ასევე ქუთაისის ისტორია, თანამედროვეობა, გესმოდეს მისი პერსპექტივა. ცოტა ეკონომიკაც უნდა გესმოდეს, ცოტა ფსიქოლოგიაც ადამიანის, კულტურა, ხელოვნება ... ასეთი ფართო განათლების ადამიანია საჭირო, ელემენტარული რაღაცები რომ არ შეეშლება. პოლიტიკა უნდა გესმოდეს, მე პოლიტიკის თეორიას ვკითხულობ 35 წელია, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც პოლიტიკაც მომცა, ეს კიდევ სხვაა... ანუ, რაღაც პოლიტიკური გამოცდილებაც უნდა გქონდეს ადამიანს, იქ ანა-ბანა არ უნდა ისწავლო. თეორია მაინც უნდა იცოდე, რომ მერე პრაქტიკაში რაღაც გააკეთო და შეეწიო შენს ქალაქს და შენს ქვეყანას.

როცა პარლამენტის წევრი ვიყავი, იმხელა კანონი დავწერე ქუთაისის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ, თუმცა არ მიიღეს, არ გაითვალისწინეს და სამწუხაროდ ქუთაისი მიატოვეს ასე. მქონდა ჩემი მოსაზრებები, თუნდაც ის, რომ საპარლამენტო ქალაქი, კი ბატონო, ყოფილიყო თბილისი, მაგრამ ორივე დაეტოვებინათ, ისევე როგორც ადრე იყო, თბილისიც და ქუთაისიც.

ქუთაისის განვითარებაზე ნაფიქრალი უნდა გქონდეს, ახლა კი არ უნდა ფიქრობდე. ქუთაისზე დღე და ღამე უნდა ფიქრობდე და რაღაც გეგმა უნდა გქონდეს თავში დაწყობილი. მე ესენი მაქვს... როგორ არ მაქვს სურვილი, რომ შევეწიო იმ ქალაქს, რომელიც უზომოდ მიყვარს. მინდა რომ ღირსეული კანდიდატები მოვძებნოთ. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ თუ ჩემზე შეჩერდება არჩევანი ( ერთ-ერთზე, ალბათ ვიწრო პარტიული სიაცაა და იქ მაჟორიტარიც იქნება), ერთ-ერთს ალბათ ძალიან სერიოზულად დავუგდები გვერდში, ვინც იქნება და მე თუ ვიქნები მით უმეტეს, ვნახოთ რა იქნება,"-ამბობს ომარ ნიშნიანიძე.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 966-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ომარ ნიშნიანიძე მიიჩნევს, რომ მას გააჩნია გამოცდილება და რესურსი, რომლითაც შეძლებს ”ქართულ ოცნებას” დაეხმაროს.
როგორც ნიშნიანიძე საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-თან საუბრისას განმარტავს, პოლიტიკურ ცხოვრებას დეპუტატის მანდატის გარეშეც
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 'ქართული ოცნების' სახელით ელოდება,
კითხვაზე, სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, ნიშნიანიძე პასუხობს, რომ პოლიტიკიდან არ მიდის, თუმცა ის ამ ეტაპზეც დასაქმებულია.
"ქართული ოცნების" დეპუტატი ომარ ნიშნიანიძე გიორგი ვაშაძის "ნაციონალური მოძრაობიდან" წასვლას ეხმაურება.

ამინდი