Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულელი გივი ლომიძე ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი გახდა

თარიღი : 9-03-2020, 14:01 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
2020 წლის 7 მარტს, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ეფრემ ასურის სახელობის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის თანადამფუძნებელი, გივი ლომიძე ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში „ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის“ წევრად აირჩიეს.

ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია 8 სექტორისგან შედგება. აკადემიის წევრობის პატივი აქამდე, მხოლოდ 10 ქართველ მეცნიერს ხვდა წილად, თუმცა აკადემიის მეშვიდე სექტორის, კერძოდ, „მსოფლიო რელიგიების“ სფეროში, თეოლოგი გივილომიძე აკადემიის პირველი ქართველი წევრია.

„ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია“ 1990 წელს დაფუძნდა და მასში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დაახლოებით, 2 000 წევრია გაერთიანებული.

აკადემიის წევრად არჩევის ინაუგურაციაზე თეოლოგ გივილომიძეს გადაეცა ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის დიპლომი. მასთან ახლდნენ გერმანელი მეგობრები-პროფ. შტეფანჰორნი, პროფ. მიხაელ აჰაშთეთერი და ქართველი მეგობარი ერეკლე თურქაძე, რომლებმაც პირველებმა გაიზიარეს მისი და ჩვენი ქვეყნის ეს სასიხარულო ამბავი.

ზალცბურგში გამართულ ღონისძებას მიესალმა ავსტრიის პრეზიდენტი, ბატონი ალექსანდერვანდერბელენი, რომელმაც ისაუბრა ევროპის კონტინენტის გამოწვევების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

“მხოლოდ კოოპერაცია-ერთობლივი თანამშრომლობა არის ევროპის მომავლის გასაღები,”-განაცხადა მან.

“ყველას მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოლოცვებისთვის. ჩემი არჩევა ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრად დაკავშირებულია ხსენებული აკადემიის, კერძოდ „მსოფლიო რელიგიების“ განყოფილების დეკანთან, ბატონ დრ. ელმარკუნთან. დოქტორი კუნი ესწრებოდა ჩემს მოხსენებას ვენაში, რომელიც 2018 წლის ნოემბრში ქართულ-გერმანულ სიმპოზიუმზე წარმოვთქვი. მადლობა მას იმ ყურადღებისთვის, რაც მაშინ ქართველების მიმართ გამოიჩინა.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გამოვხატო ჩემი საყვარელი კუთხის - ხარაგაულის მიმართ, რომელსაც არ უკვირს ასეთი მოვლენები, რომელიც წარმოადგენს სიყვარულის, განათლების, კულტურისა და ხელოვნების არა მარტო სიმბოლოს, არამედ რეალურ აკვანს, რომელმაც საქართველოს მრავალი ათეული გამოჩენილი მოღვაწე უმემკვიდრა. ამ ტრადიციი სგაგრძელება არაა ადვილი საქმე, ეს არ გახლავთ პირადი წარმატება, ეს არის ყველა ჩვენგანის ერთობლივი შრომის ნაყოფი, დაწყებული ჩემი ოჯახიდან ერთგული მეგობრებით დასრულებული; ეს წარმატება ყველა იმ ადამიანის მონაპოვარია, ვინც საკუთარი განათლებისა, ინტელექტუალური და სულიერი გამოცდილების გაზიარებით ღირსი გაგვხადა ვიდგეთ იმ გზაზე, რომელზე სვლაც დაუღალავი შრომით დაიწყეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ სიხარულის გაზიარებისთვის!,”-განაცხადა გივი ლომიძემ.


ნანახია: 643-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მეცნიერთა ეროვნულმა აკადემიამ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 8 წარმატებული ადამიანი დააჯილდოვა.
ხარაგაულის ფილიალი მოსწავლეებს სხვადასხვა სპეციალობის შესწავლას შესთავაზებს.

ამინდი