Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საავადმყოფოში დედის მიერ სამი თვის ჩვილის ცემაზე მოკვლევა დაიწყო

თარიღი : 8-03-2020, 11:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, სადაც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოში დედა სამი თვის ჩვილს ცემს, მოკვლევა დაიწყო. მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს იმერეთის სამხარეო ცენტრის წარმომადგენლის ნათია წივწივაძის თქმით, ისინი იმყოფებოდნენ ბავშვის საცხოვრებელ ადგილზე და ბავშვზე ამ ეტაპზე ფაქტობრივად ბებიები ზრუნავენ.

“სოციალური ქსელის მეშვეობით შევიტყვეთ მომხდარის შესახებ. ვიყავით საცხოვრებელ ადგილზე. ოჯახი დახმარებას საჭიროებს მატერიალური კუთხით. ოჯახის მხარდამჭერი სერვისებია საჭირო. დედაზე კონტროლს ახორციელებენ როგორც სამართალდამცავები, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები,”-ამბობს ნათია წივწივაძე.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ახალშობილთა ინფექციური განყოფილების გამგე დარეჯან ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ჩვილი საავადმყოფოში სამ მარტს, მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. ბავშვის ცემის შესახებ ექიმმა მისი გაწერის დროს შეიტყო და ზომებიც მიიღო, თუმცა დედამ ბავშვი საავადმყოფოდან ექიმის ნახვისა და დანიშნულების გარეშე გაწერა.

“დედა იძახდა, სახლში უნდა წავიდე, აქ ვერ ვჩერდებიო. შემდეგ ვუთხარი, რომ ხელწერილით გავუშვებდი. გაწერის დღეს სხვა პაციენტმა მაჩვენა ვიდეო. დავრეკე არასამთავრობოში, მაგრამ დედა ისე წავიდა, ჩემთან არ მოსულა,”-ამბობს დარეჯან ხაჭაპურიძე.


ნანახია: 781-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაბუნია, რომელიც ორ მცირეწლოვანს მარტო ზრდის, ქუთაისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. მარტოხელა დედა ამბობს, რომ 156-ლარიან
ოჯახი სოციალურად დაუცველია და დაკრძალვის ხარჯებიც არ აქვთ.
ოჯახი ქუთაისში, სულხან-საბას ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.
ქუთაისში, სულხა-საბას ქუჩაზე მცხოვრებ დარეჯან გუმბერიძეს სახელმწიფომ სოციალური შემწეობა შეუწყვიტა.

ამინდი