Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ერთად ვაფერადოთ სამყარო,’-ფოტოკონკურსი მოყვარული ფოტოგრაფებისთვის ზესტაფონში

თარიღი : 7-03-2020, 16:17 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია ფოტოკონკურსსა და გამოფენას “ერთად ვაფერადოთ სამყარო” აცხადებს.

მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ღონისძიება14 აპრილს გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღება ზესტაფონის ტერიტორიაზე მცხოვრებ, 14-29 წლის ფოტომოყვარულებს შეუძლიათ.

კონკურსის პირობების მიხედვით, მონაწილემ უნდა წარადგინოს 1 ან 2 ფოტო ნამუშევარი. საკონკურსო ფოტოს ზომა უნდა იყოს 15 X 20 სმ. განაცხადა თან უნდა ახლდეს დისკზე ან მეხსიერების ბარათზე ჩაწერილი ფოტო.

ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2020 წლის 23 მარტის ჩათვლით, საკუთარი ფოტო ნამუშევარი უნდა წარადგინონ მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ზეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში შემდეგ მისამართზე: წერეთლის ქ N 11, მერიის შენობა მე - 3 სართული. ტელ.: 577 46 61 46

პირველ ეტაპზე წარმოდგენილი ფოტომასალა განიხილება ჟიურის მიერ. შერჩეული ფოტოები დაიბეჭდება სპეციალურ ფორმატში მერიის ხარჯებით.

მეორე ეტაპზე მოეწყობა გამოფენა და ჟიურის მიერ შერჩეული ნამუშევრებიდან გამოვლინდება 3 საუკეთესო ფოტოს ავტორი.

კონკურსში გამარჯვებულ I, II, III ადგილზე გასული ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ სიგელები და ფულადი ჯილდო.


ნანახია: 462-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოფენაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ 28 წლამდე ასაკის ნებისმიერ ფოტომოყვარულს.
საკონკურსო ნამუშევრები 2013 წლის 30 სექტემბრიდან 25 ოქტომბრამდე მიიღება, ხოლო შედეგები 2013 წლის 1 ნოემბერს გამოვლინდება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მეთევზე მოყვარულს.
კონკურსის მიზანია შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა და წახალისება.
ქუთაისის მერიამ ქალაქში ტრადიციადქცეულ ფოტოკონკურსზე ნამუშევრების მიღება დაიწყო.
ქუთაისის მერიის კულტურისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ფოტოკონკურსს აცხადებს.

ამინდი