Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ‘ტორპედო’-ს წარმომადგენლები ქუთაისის მერს ღია წერილით მიმართავენ

თარიღი : 3-02-2020, 13:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბ “ტორპედო”-ს წარმომადგენლები ქალაქის მერს გიორგი ჭიღვარიას ღია წერილით მიმართავენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ღია წერილი ქუთაისის მერს - გიორგი ჭიღვარიას!

მოგესალმებით ბატონო გიორგი, ბოლო ერთი წელია ყოველდღე გვესმის ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსური პრობლემების შესახებ. ვინ მოთვლის რამდენჯერ მოიტყუა კლუბის პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდში ფულის მოტანის შესახებ, ადამიანი რომელსაც ხელფასი ჰქონდა დანიშნული ტორპედოში (51 000 ლარი) საიდან მოიტანს 3 000 000 ლარს?! მარტივია მისახვედრია და ამას როგორ ვერ ხვდებით? განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძალიან დიდი ყურადღებით და იმედით თვალყურს ვადევნებდით კლუბის მერიაზე გადაცემის პროცესს ასეც მოხდა, ახლა კი სპონსორის მოსვლაზე ისევ პრობლემაა, რომელიმე საღად მოაზროვნე ინვესტორი დაფარავს სხვის დავალიანებას?! შესაბამისად ეს ვალი უნდა დაფაროს მერიამ ან ფეხბურთის განვითარების ფონდმა. სხვა გზა უბრალოდ არ არსეობს! რას უცდით?! იმოქმედეთ! თუკი არავის არ უნდა კლუბის პატრონობა, მიხედეთ თქვენ, ფეხბურთის განვითარების ფონდიდან შემოსული თანხა საკმარისია გუნდის გასაკეთებლად, თქვენ რა გგონიათ ჩაჩავამ რამე დახარჯა, 1 ლარი არ მოუტანია ისე გახდა გუნდი ჩემპიონი. თუ ვერ დგამთ ამ ნაბიჯს, თქვით მაინც საჯაროდ და რამეს ვიღონებთ კლუბის ფანები. კლუბს შეკრება და მომზადება არ უნდა?! “ტორპედო” არაერთხელ დაცემულა, არასპორტული მიზეზით კი გაგვაგდეს ერთხელ, ამით ქართულმა ფეხბურთმა და ქალაქმა ისე იზარალა წლები დაჭირდა გუნდის ფეხზე დაყენებას, ისე ნუ იზამთ იგივე თქვენს დროს განმეორდეს, თორემ დამერწმუნეთ რაც არ უნდა გააკეთოთ ამ ქალაქისთვის, პირველ რიგში მაინც იმას გაიხსენებენ, რომ თქვენ გააგდეთ ეს კლუბი მეხუთე ლიგაში. იმედია გაითვალისწინებთ ყველაფერ ზემოთ აღნიშნულს და კლუბს გადაარჩენთ. “ტორპედო”-ს მომავალი თქვენს ხელშია!,”-ნათქვამია ღია წერილში.


ნანახია: 479-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საფეხბურთო კლუბის აღმასრულებელი დირექტორი დავით ფრუიძე ამბობს, რომ კლუბს სხვა სპონსორების მოზიდვის იმედიც აქვს.

ამინდი