Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი მოფარიკავის-სანდრო ბაზაძის წარმატება

თარიღი : 28-01-2020, 16:56 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების ლიდერმა ორლეანის ფარიკაობის კლუბ “Cercle d’Escrime Orleanais"- რიგებში საფრანგეთის გუნდურ ჩემპიონატში იასპარეზა.

შეჯიბრებაზე 27 გუნდი გამოდიოდა. ქართველი სპორტსმენის კლუბმა პირველ წრეში ბოლად აპიტის გუნდს მოუგო, ხოლო სანდრო ბაზაძემ ფრანგთა ლიდერს 5:2 სძლია. ორლეანელებმა კიდევ ორი მეტოქე ჩამოიშორეს გზიდან, ფინალში კი საფრანგეთის ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულ გუნდს შეხვდნენ. ბოლო ორთაბრძოლის წინ მოწინააღმდეგესთან - 37:40 მარცხდებოდნენ, მაგრამ ორლეანელებს გამარჯვება სწორედ სანდრო ბაზაძემ მოაპოვებინა. გადამწყვეტ პაექრობაში მან ვისენტ ანსტეტს მოუგო და თავის გუნდს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.


ნანახია: 398-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ქუთაისმა' ნახევარფინალური სერიის გადამწყვეტი, მეხუთე მატჩი 'რუსთავს' მოუგო.

ამინდი