Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ისევ გვისმენენ"- არასამთავრობოთა კამპანია უკანონო მოსმენების წინააღმდეგ

თარიღი : 14-03-2014, 12:29 | კატეგორია: საზოგადოება   
topnews.com.ge
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ეს შენ გეხება“ უკანონო მოსმენებისა და ფარული მიყურადების წინააღმდეგ ქუთაისში კამპანიას იწყებს. ქალაქის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ორგანიზაციებმა საზოგაოდებას სამოქმედო გეგმა გააცნეს.
კოალიციაში აცხადებენ, რომ საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება ბოლო რამდენიმე წელია სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
„სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, საგამოძიებო ორგანოები წლების განმავლობაში ყოველგვარი კონტროლისა და ნებართვის გარეშე, უსმენდნენ და უთვალთვალებდნენ საქართველოს რიგით მოქალაქეებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, პოლიტიკურ აქტივისტებს, ადვოკატებს, სასულიერო და სხვა პირებს. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ მმართველ კოალიციას არ მიმართულებით არანაირი სისტემური ცვლილება არ განუხორციელებია. სამართალდამცავ უწყებებს შესაძლებლობა აქვთ ერთდროულად მოუსმინონ ათიათასობით ადამიანს, დაადგინონ მათი ადგილსამყოფელი, წაიკითხონ სმს-ები და ეელქტრონული მიმოწერა. სწორედ ამიტომ, საზოიგადოებრივი ორგანიზაციები კვლავ იწყებენ კმაპნიას „ეს შენ გეხება“. კამპანიის მონაწილეების მიზანია, ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სფეროში არსებული სტატუსკვოს შეცვლა და სისტემური გარანტიების შექმნა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით სამართალდამცავი უწყებების თვითნებობა გამოირიცხოს,“ - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
კოალიციის წევრები პარლამენტისგან უკანონო მოსმენების წინააღმდეგ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კანონპროექტის მიღებას ითხოვენ.


ნანახია: 1970-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარლამენტს მოუწოდეს, დროულად მიიღოს კანონპროექტი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ
ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ორგანიზაცია 'საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს' საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ
თქვენი აზრით ვის უნდა ჰქონდეს წვდომა ე.წ. ფარული მოსმენების გასაღებზე?
არაოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია და 200 000-ს აღწევს.
აქცია მიმდინარე წლის 19 მარტს, 13:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

ამინდი