Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ჩორგოლიანის ქუჩაზე მაცხოვრებლებს, რომელთაც ონკანებში ქვიშიანი წყალი მისდიოდათ, პრობლემა მოუგვარდათ

თარიღი : 9-01-2020, 14:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ჩორგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად არსებული პრობლემა აღმოფხვრილია-ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობასთან ონკანებში ქვიშიანი წყალი მიდიოდა.

კომპანიის ცნობით, ქუთაისში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტი დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში ქალაქში მიმდინარეობს ძველიდან ახალ ქსელზე გადაერთების პროცესი, მათ შორის ჩერგოლიანის ქუჩაზე.

"კომპანიამ აღნიშნულ ქუჩაზე გუშინ დაასრულა ქსელის დამატებითი, გარეცხვითი სამუშაოები, რის შემდეგაც კიდევ ერთხელ ლაბორატორიულად შემოწმდა წყლის ხარიხსი. დასკვნების შედეგად, სასმელი წყალი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენით დადგენილ ნორმებს.

ჩორგოლიანის ქუჩაზე მიმდინარე ქსელის გარეცხვითი სამუშაოებისას, მცირე დროის მონაკვეთში, ფილტრებს გამოყვა ქვიშა, რაც სამუშაოების პროცესის დროს სრულად იწმინდებოდა.
კომპანიის ლაბორატორიის მიერ აღნიშნული ადგილიდან იმ დროსაც მოხდა სასმელი წყლის ნიმუშების აღება. მიღებული დასკვნების შედეგად, წყლის ხარისხი შეესაბამებოდა ნორმებსა და სტანდარტებს. პრობლემის საბოლოოდ აღმოფხვრისთვის ადგილზე ორი დღის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკური სამსახური,"-აცხადებენ კომპანიაში.


ნანახია: 702-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, დადიანის ქუჩაზე მაცხოვრებლები გადათხრილი გზისა და დაზიანებული წყლის მილების მიზეზით, სასმელი წყლის გარეშე რჩებიან.
პირველ ეტაპზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია 37 ქუჩაზე დაიწყო. აქედან, უმეტეს მათგანზე სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში

ამინდი