Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაიამ მდინარე რიონს 'დოლარები' გაატანა

თარიღი : 8-01-2020, 13:14 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ ქუთაისში, თეთრ ხიდთან პერფომანი გამართა. გოგი წულაიამ "დოლარები" მდინარე რიონში გადაყარა და განაცხადა, რომ 2020 წლის ქუთაისის ბიუჯეტი, წინა წლის ბიუჯეტის მსგავსად, სწორედ ასე გადაიყრება მდინარეში, ნაწილს კი ხელისუფლების წარმომადგენლები ჯიბეში ჩაიდებენ.

"იცით, რომ ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი ახლახანს დაამტკიცეს. ჯერ ერთი ვიტყვი იმას, რომ თბილისის ბიუჯეტი მილიარდზე მეტია, ქუთაისის კი 60 მილიონი, ეს არის კატასტროფული სხვაობა, ამასთან ფოთის და სხვა ქალაქების ბიუჯეტი დედაქალაქთან შედარებით საააცილოა, ეს სხვაობა არის ტრაგედია, მაგრამ ეს კიდევ მეორე თემაა, რომელზედაც სხვა დროს ვისაუბრებ. ახლა ამოღებული მაქვს 2020 წლის ბიუჯეტი, რომელიც წინა წლის ბიუჯეტის მსგავსად რიონზე ფულის გატანება და მეორე ნაწილის წინა მარჯვენა ჯიბეში ჩადებაა. მეტი ამ ბიუჯეტში არაფერი არ წერია, პერსპექტივაზე, მომავალზე, ბიზნესის განვითარებაზე, ქალაქის გადარჩენაზე ლარი არაა გაწერილი, საერთოდ ნაფიქრი არაა, ერთი სიტყვაც კი არ წერია. ესაა გაწერილი ისე, როგორ უნდა გადააგორონ ეს ერთი წელიწადი. ამიტომ პერფომანსით გამოვხატე ის სიტუაცია, რაც რეალურად ბიუჯეტში ხდება. მოვიტანე "დოლარები" და გავატანე რიონს. ამათ დოლარები უყვართ, ლარს არ ენდობიან, იმიტომ რომ ინფლაციაა. აგერ დოლარი არ არის უფრო მყარი?"-განაცხადა წულაიამ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 556-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაიას ბრალდებებთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი