Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

2020 წლიდან ქუთაისში ახალი სახანძრო მანქანები გამოჩნდება

თარიღი : 4-01-2020, 12:40 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2020 წლიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში 30 ერთეული ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა გამოჩნდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან - თემურ მღებრიშვილთან ერთად ახალი მანქანები პირადად წარადგინა და ამავე ღონისძიების ფარგლებში 15 მეხანძრე-მაშველი სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სპეციალურად საქართველოსთვის შექმნილი, მაღალი გამავლობის სახანძრო ტექნიკა გერმანიაში, კომპანია "მაგირუსის" ქარხანაში, ჩვენი ქვეყნის რელიეფური პირობების გათვალისწინებით აეწყო.

ქართველი მეხანძრე-მაშველები ახალ სახანძრო ტექნიკასთან მუშაობის და მართვის სპეციფიკას გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით გაეცნენ და სპეციალური გადამზადება კვალიფიციურ ტრენერებთან გაიარეს.
 


ნანახია: 443-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების
უწყების პრესსამსახურის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ორსართულიანი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის
როგორც სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, მას შემდეგ რაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამოუკიდებელი გახდა, შეიმუშავეს
აღნიშნულის შესახებ იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

ამინდი