Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მერია მოქალაქეებს გიგანტური გოზინაყით გაუმასპინძლდა

თარიღი : 27-12-2019, 15:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზესტაფონში, ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება სხვადასხვა სახის ღონისძიებით აღნიშნეს. საგანგებოდ ამ დღისთვის, მომზადდა გიგანტური გოზინაყი, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ღია ცის ქვეშ შეკრებილებს ზესტაფონის მერია, კიდევ ერთი ნუგბარით-ფელამუშით გაუმასპინძლდა.
 
ცენტრალურ მოედანზე განთავსდა პავილიონები, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების გამოფენა გაყიდვა მოეწყო. პავილიონები ქალაქში, ძველით ახალ წლამდე დარჩება.
 
საახალწლო ღონისძიებებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძეც ესწრებოდა.

„ცენტრალურ მოედანზე დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა და ყველამ ერთად, საზეიმო ვითარებაში ავანთეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ზესტაფონის მერია, წელს პირველად, გიგანტური გოზინაყით გაუმასპინძლდა ყველას. გვქონდა სხვა სიურპრიზებიც. მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩემს თანაქალაქელებს და სრულიად საქართველოს. მშვიდობის, კეთილდღეობის, წარმატებების მომტანი ყოფილიყოს“, - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, კონცერტი გაიმართა კულტურისა და შემოქმედების ცენტრშიც, სადაც მონაწილეობას, კულტურის ცენტრტან არსებული მუსიკალური კოლექტივები იღებდნენ.
 


ნანახია: 516-ჯერ

მსგავსი სიახლეები
დამდეგი ახალი წელი ქუთაისელებს ქალაქის მერმა და იმერეთის გუბერნატორმა მიულოცეს.
გთავაზობთ იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების პროგრამას:
ბავშვებისთვის თოჯინების სახლის მიერ პოპულარული ანიმაციური ფილმებისა და ზღაპრების გმირების მონაწილეობით წარმოდგენა გაიმართება.
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხე ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ სიმბოლურად ბავშვებთან ერთად
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე განათდა. ნაძვის ხე ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ შვილებთან ერთად აანთო.

ამინდი