Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რას სთავაზობენ საახალწლოდ სტუდენტებს ქუთაისში არსებული უნივერსიტეტები

თარიღი : 22-12-2019, 10:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge  დაინტერესდა, თუ რა საახალწლო ღონისძიებებს სთავაზობენ ქუთაისში არსებული უნივერსიტეტები სტუდენტებს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს 24 დეკემბერს, 17:00 საათზე საახალწლო წვეულებაზე ღია სივრცეში ეპატიჟება. ღონისძიების ფარგლებში  ჩატარდება სახალისო თამაშები, გაიმართება
სტუდენტთა და თანამშრომელთა ნამუშევრების საახალწლო-საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ამასთან, დაუკრავს დიჯეი ZAPA. 
სტუდენტებს საახალწლო წვეულებას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობაც უწყობს.

„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა გიწვევთ საახალწლო წვეულებაზე, რესტორან „ქალაქურში“. ღონისძიება 25 დეკემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. საღამოს მუსიკალურად ოჩოს ქოხი და DJ Kura გააფორმებენ. რეგისტრაცია გაიარეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახში, #1130. იქონიეთ პირადობის მოწმობა ან სტუდენტური ბარათი,”-აღნიშნულია ღონისძიების ანონსში.

ქუთაისის უნივერსიტეტმა კი ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიება გააუქმა. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, სწავლის გადასახადი გაუნახევრდება ყველა სტუდენტს, რომლებსაც გადაუხდელობის გამო 2 წელზე მეტი შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.
 
„ქუთაისის უნივერსიტეტი წინასაახალწლოდ დაგეგმილ გრანდიოზულ ღონისძიებას ჯგუფ LOUDSPEAKER-ის მონაწილეობით, აუქმებს! უნივერსიტეტი თანაუგრძნობს გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს, მეგობრებსა და საზოგადოების თითოეულ წევრს.

საქართველოში ახალგაზრდების ნიჰილისტური და აპათიური განწყობის ერთ-ერთ საწყის მიზეზად მძიმე არასტაბილური სოციალურ-ეკონომიკური პირობები მიიჩნევა. სწორედ ამიტომ, ქუთაისის უნივერსიტეტი იღებს თავის წილ სოციალურ პასუხისმგებლობას და სწავლის გადასახადს უნახევრებს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, რომლებსაც 2 წელზე მეტია შეჩერებული აქვთ სტუდენტის სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო.
გვინდა შევახსენოთ ახალგაზრდებს, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი საჩუქარია და ყველა განსაცდელის მიუხედავად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!“-აღნიშნულის ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნანახია: 486-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებისთვის საახალწლო წვეულებას აანონსებს.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11 000-მდე სტუდენტიდან 3 735-ს სტატუსი შეჩერებული აქვს. აქედან 3 465 სწავლის
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.
საახალწლო საღამოს 700-მდე სტუდენტი დაესწრო.
უნივერსიტეტში ამჟამინდელი მონაცემებით 10 000-მდე სტუდენტი სწავლობს, თუმცა მათგან 2753 სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი ხვალ იწყება. "ტოპნიუსის" ინფორმაციით,

ამინდი