Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის 'ტორპედო' მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

თარიღი : 21-12-2019, 11:11 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საფეხბურთო კლუბმა ეროვნული პრო-ლიცენზია ოფიციალურად მიიღო, რაც "ტორპედოს" უფლებას აძლევს 2020 წელს ეროვნულ ლიგაში იასპარეზოს, თუმცა, ამის პარალელურად, კლუბი ჯერ კიდევ რჩება ლიცენზიარის რეგულარული მონიტორინგის ქვეშ, რომლის დროსაც კლუბში მიმდინარე პროცესები გაკონტროლდება. 
 
ამასთან, არსებული ინფორმაციით, კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" აღარ გაწვრთნის. მწვრთნელსა და კლუბს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
 
ჩხეტიანი "ტორპედოს" მწვრთნელად 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით, 2017 წელს "ტორპედომ" ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. გარდა ამისა, კლუბმა ორ-ორჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო, პირველად ითამაშა ევროპალიგის პლეი-ოფში. 
 
"ტორპედო" მადლობას უხდის კახა ჩხეტიანს გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს. მადლობა ყველაფრისთვის!
"ტორპედო" ფიზ.მომზადების მწვრთნელმა შალვა ღონღაძემაც დატოვა, რომელიც კლუბში 2017 წლიდან მუშაობდა.

"ტორპედო" ასევე მადლობას უხდის შალვა ღონღაძეს გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს,”-აღნიშნულია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

არსებული ინფორმაციით „ტორპედოს“ იტალიელი ინვესტორები ჩაიბარებენ.
 
 


ნანახია: 486-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის ,,ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. აღნიშნული პოსტს, გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, 38 წლის კახა ჩხეტიანი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 38 წლის კახა ჩხეტიანი დაიკავებს.
ქალაქის ხელმძღვანელობამ კლუბში საკადრო ცვლილების გატარების გადაწყვეტილება ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში, ქუთაისის ”ტორპედოს”
პირველად ისტორიაში-ქუთაისის ტორპედო ევროპის ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს

ამინდი